19 აპრილი 2024,   12:49
ვრცლად
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ბოლო ჩვენება მაიკლ კორსმა გამართა

მარკ ჯეიკობსის შემდეგ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე ბოლო ჩვენება მაიკლ კორსმა გამართა. დიზაინერმა ახალი კოლექცია მთლიანად 70-იან წლებს მიუძღვნა.

ჩვენების დაწყებამდე დიზაინერმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის წინ სკოლის დროინდელი ჩანაწერები იპოვა და კოლექციის შექმნის იდეაც ამის შემდეგ გაუჩნდა.

მოდის კვირეულზე მან 74 კოსტუმი წარადგინა. მიწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის მაიკლ დუგლასი და კეტრინ ზეტა ჯონსი ქალიშვილთან ერთად.

დღის ამბები