23 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
კომენტარის გაკეთება უდიდესი პატივია ამ ბატონისთვის - ნიკა მელია ლადო ბედუკაძის ბრალდებებზე 

ლადო ბედუკაძის იმ განცხადებას, რომლითაც მან მასზე განხორციელებული თავდასხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა, ოპოზიციურ პარტიაში ეხმაურებიან. ნიკა მელიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ციხის კადრების ავტორი, ფაქტობრივად, გმირად გამოაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ბედუკაძის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ციხის კადრების ავტორისთვის პატივია.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს არცერთი ადამიანი, ვინც ამ ბატონს უყურებს ისე, როგორც მას მიაჩნია. „ქართულმა ოცნებამ“ თავის დროზე ხომ, პრაქტიკულად, გმირად გამოაცხადა ლადო ბედუკაძე, ყველა ბრალი მოუხსნა, ჯილდო არ დაუკიდიათ მისთვის კისერზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, მართლაც გულახდილად მიმაჩნია, რომ უდიდესი პატივია აი, ამ ბატონისთვის,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

ციხის კადრების ავტორს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავს დაესხნენ. ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.

ცნობილი ხდება რომ ცემას წინ უძღვოდა კონფლიქტი, რა დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, საპატიმროში მას ყოფილ საქმიანობას ახსენებდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები