20 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
ბარნოვი ყველა ზღვარს გადავიდა... მან უნდა უარჰყოს თავის განცხადებები, სათანადო სინანულის შემთხვევაში ვაპატიებთ - მამა გიორგი ზვიადაძე

"პიროვნება, რომელიც არის სასულიერო აკადემიის პედაგოგი ყველა ზღვარს გადავიდა და ყველანაირ ცილისწამებას მიმართა"- სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე სასულიერო სემინარიიდან თეოლოგის გოჩა ბარნოვის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს.

ზვიადაძე ამბობს, რომ ბარნოვი ცილს სწამებდა როგორც ეკლესიას, ასევე აკადემიის თანამშრომლებს. რექტორი ამბობს, რომ სამეცნიერო საბჭოს თეოლოგთან ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, მას უკან უნდა წაეღო ყველა ცილისმწამებლური განცხადება, რაც ბარნოვმა არ გააკეთა. ზვიადაძის განცხადებით, ბარნოვის დანაშაული ქართული ეკლესიისა და სასულიერო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების წინაშე დიდია. 

"ქრისტიანული ეთიკური ნორმების უხეში დარღვევა, ცილისწამება საქართველოს საპატრიარქოს, წმინდა ეკლესიის, სასულიერო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების. მას არაერთხელ ჰქონდა მიღებული შენიშვნა, გაფრთხილება, საყვედური, მას უნდა უარეყო თავის ცილისწამება.

"ეს არის ერთმნიშვნელოვანი ცილისწამება, აქ არის საუბარი ისეთ აშკარა ცილისწამებაზე, რომ ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. მან უნდა თქვას, რომ მე დავაბრკოლე ძალიან ბევრი ადამიანი ჩემი განცხადებებით, დავაბრკოლე საქართველოს წმინდა ეკლესიის მიმართ. მე პირადად მზად და დარმწუნებული ვარ საბჭოს ყველა წევრი მზად არის აპატიოს, თუკი ის სათანადო სინანულს გამოხატავს,"-აცხადებს მამა გიორგი ზვიადაძე. 

გოჩა ბარნოვი კი ამბობს, რომ ის საკუთარ განცხადებებს უკან არ წაიღებს და ბოდიშს არ მოხდის, პირიქით ღიად ისაუბრებს ყველა იმ პრობლემაზე, რაც სასულიერო სემინარიაში არსებობს.

ბარნოვის თქმით, ის არც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე შეიცვლის აზრს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები