25 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
ყველა, მინუს „ქართული ოცნება“ - 21 პოლიტიკური პარტია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს 

ყველა მინუს „ქართული ოცნება“ -  მთელი ოპოზიციური სპექტრი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა ქვეყანაში არა 2024 წელს, არამედ მანამდე უდნა გაუქმდეს და პირველივე საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, პროპორციული წესით ჩატარდეს.

ამისთვის, 21 პოლიტიკური პარტია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს და ხელისუფლებას უანონსებს, რომ მათ მოთხოვნას მილიონი მოქალაქე შეუერთდება.

ფლანგვის დეტექტორმა დათვალა, რომ მაჟორიტარების ბიუროების შენახვა ხალხს წელიწადში 4 მილიონი უჯდება, თუმცა წლიდან წლამდე მცირდება იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც სახეზე ცნობს. 2018 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 71% პროცენტმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი.

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელში მანდატების მოპოვების არასამართლიანი ბერკეტია და ამ ინსტიტუტს ხალხისთვის სარგებელი არ მოაქვს.

ედპ-ს ოფისში დღეს 21 პარტია საპროცედურო კომიტეტის ხვალინდელი სხდომის წინ შეიკრიბა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად ოპოზიციას ნებართვა უნდა მისცეს.

ოპოზიციის მოთხოვნას, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თურქეთიდან უპასუხა და თქვა, რომ თემა დახურულია და ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2024 წლამდე არ გეგმავს. 

დღის ამბები