24 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
ტერაქტი ინდოეთში - მსხვერპლის რაოდენობა 42 მდე გაიზარდა

ინდოეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომანქანა ქაშმირის შტატის ერთ-ერთ მაგისტრალზე ააფეთქა.

ტერორისტის სამიზნე ის ავტობუსი აღმოჩნდა, რომელსაც ინდოელი სამართალდამცველები გადაჰყავდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივ ხელისუფლება დაღუპულების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა პაკისტანურმა დაჯგუფებამ აიღო.

დღის ამბები