24 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსიტის" სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა

ტერეზა მეიმ მორიგი დამარცხება განიცადა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერის მიერ წარდგენილ "ბრექსიტის" სტრატეგიას მხარი არ დაუჭირა.

ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლამდე რამდენიმე კვირით ადრე, თემთა პალატის დეპუტატებმა ტერეზა მეისთვის ბრიუსელთან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საჭირო მანდატის მინიჭებაზე უარი თქვეს. მანამდე, პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ლიდერებს დაჰპირდა, რომ, თუ ბრიუსელი გარკვეულ დათმობებზე წავიდოდა, პარლამენტი ბრექსიტის შეთანხმებას მხარს დაუჭერდა.

პრემიერ-მინისტრი სხდომას არ დასწრებია. "ბრექსიტთან" დაკავშირებით კი, მორიგი კენჭისყრა ბრიტანეთის პარლამენტში 27-დ თებერვალს გაიმართება.

დღის ამბები