24 აპრილი 2024,   01:45
ვრცლად
სკრიპალების მოწამვლის საქმე - მესამე ეჭვმიტანილი "ГРУ"-ს ოფიცერი, დენის სერგეევია

ბრიტანულმა ინტერნეტ გამოცემამ "Bellingcat"-მა  სკრიპალების მოწამვლის საქმეში მესამე ეჭვმიტანილის ნამდვილი ვინაობა დაასახელა. საგამოძიებო ჯგუფის ინფორმაციით, სერგეი ფედოტოვი,  სინამდვილეში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამმართველოს, "ГРУ"-ს ოფიცერი, დენის სერგეევია.

ის სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის დროს დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. სერგეი ფედოტოვის პასპორტი მას იგივე განყოფილებაში მისცეს, სადაც სკრიპალების მოწამლვაში მთავარი ეჭვმიტანილების, რუსეთის დაზვერვის ოფიცრების, პეტროვისა და ბოშიროვის პასპორტები გაიცა.

დამატებით ცნობებს "Bellingcat"-ი უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები