23 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
ტრამპს მექსიკის კედლის მშენებლობისთვის კონგრესმა თანხა არ გამოუყო - პრეზიდენტის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური სამსახურების დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ ბიუჯეტი დაამტკიცა.

ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც შეერთებულ შტატებში მორიგი "Shut down"-ის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა, ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნა.

კანონპროექტში გათვალისწინებულია მექსიკის საზღვრის ნაწილზე ბარიერის მშენებლობა.

კანონმდებლები ამ დრომდე არ თანხმდებიან დონალდ ტრამპის მოთხოვნას უსაფრთხოების კედლის ასაგებად 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გამოყოფაზე.

თეთრი სახლის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი კანონპროექტის ხელმოწერას დღეს გეგმავს, პარალელურად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, იმისათვის, რომ კედლის მშენებლობისთვის დაფინანსება კონგრესის გვერდის ავლით მიიღოს.

დღის ამბები