19 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
ხანძარი გურჯაანის მერიაში - მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში მერის მოადგილის კაბინეტი დაიწვა. ცეცხლი სამსახურში მისულმა დამლაგებელმა შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახეს.

დაზიანდა ინვენტარი, ლეპტოპი, ტელევიზორი და ოთახში არსებული საკანცელარიო მასალა. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

გურჯაანის მერიაში ხანძრის გამო, სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა.

დღის ამბები