25 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
„თიბისი ბანკის“ საქმე საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნის ვითარებას საერთაშორისო მედია ეხმაურება. სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ბანკის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს ეროვნულმა ბანკმა დირექტორთა საბჭოს დატოვება მოსთხოვა, მიზეზად კი ტრანზაქციებთან დაკავშირებული გამოძიება დაასახელა.

სტატიაში ნათქვამია, რომ საუბარია 2008-2009 წლების ტრანზაქციებზე, რომელსაც ეროვნული ბანკი და პროკურატურა იძიებენ.

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე წერს ანალიტიკური ამერიკული გამოცემა "მორნინ-სტარი". სტატიაში აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, თანამდებობების დასატოვებლად საბანკო სექტორის მარეგულირებელმა ეროვნულმა ბანკმა ორთვიანი ვადა მისცა.

სტატიაში ასევე წერია, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ „თიბისიმ“ განაცხადა, რომ ის საკუთარი პოზიციების დაცვას სასამართლოში გააგრძელებს. გამოცემა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ „თიბისის“ აქციები ბირჟაზე დაეცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები