25 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
"ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" - ეკონომიკური კვლევის ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

"ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" - ამ სახელწოდებით პრეზენტაცია  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამართა.

ინიციატივა პირველ ეტაპზე, სამი სფეროს 100-მდე კომპანიას მოიცავს, თუმცა იგეგმება ორი ახალი მიმართულების დამატებაც. პროექტი შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

„ეს პროექტი დაეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ სექტორში ნამდვილად დიდი პოტენციალია. გარდა ამისა, ბევრი მეწარმე საქართველოში არის ქალი, ამიტომ ქალების წახალისება ეკონომიკის გაძლიერებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,“- აღნიშნა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა.

დღის ამბები