20 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
უსაფრთხოების კონფერენცია მიუნჰენში - ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით წარ სდგება

მიუნხენში უსაფრთხოების რიგით 55-ე კონფერენცია გაიხსნა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში მსოფლიო ლიდერები, ბიზნესმენები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გლობალურ საკითხებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალზე იმსჯელებენ.

განსახილველ თემებს შორისაა სარაკეტო შეთანხმება, რომლის დარღვევაშიც საერთშორისო გაერთიანება რუსეთს ადანაშაულებს. ამავე მიზეზის გამო შეთანხმება დატოვა შეერთებულმა შტატებმა.

მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში 600 დელეგატი მონაწილეობს. მათ შორის 30 სახელმწიფოს მეთაური. შეხვედრას ესწრება ქართული დელეგაციაც პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით.

დღის ამბები