20 აპრილი 2024,   10:56
ვრცლად
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელი ზაალ ლატარია პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელი ზაალ ლატარია პატიმრობაში დატოვა. გამოძიება მას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის შენახვასა და გავრცელებას ედავებოდა.

ბრალდების მხარე ზაალ ლატარიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორი ამბობს, რომ ლატარიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი ინტერნეტსივრცეში გაავრცელა და სხვა პირებს გაუგზავნა. დაკავებულის ადვოკატი და ოჯახი, პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს.

„ფაქტობრივად არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მის მიერ რაიმე უკანონო ქმედებაა განხორციელებული, პიროვნება არ არის დადგენილი ვინ გამოაგზავნა ეს,“-ამბობს ზაალ ლატარიას ადვოკატი.

მისი თქმით, ლატარია ბრალდებას არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

პროკურორის განცხადებით კი,  ზაალ ლატარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ინახავდა და ავრცელებდა.

კითხვაზე როგორ გავიდა გამოძიება ზაალ ლატარიაზე, საქმის პროკურორი ამბობს, ზაალ ლატარიას სახელი და გვარი საქმის ფარგლებში გამოკითხულმა მოწმეებმა დაასახელეს.

მომდევნო სხდომა 27 მარტს გაიმართება. 

დღის ამბები