17 აპრილი 2024,   00:41
ვრცლად
უნივერსიტეტმა საკუთარი პროფესორები აიძულა სასწრაფოდ მოეწერათ ხელი განცხადებისათვის - ილიაუნის სტუდენტები

ილიაუნის პროფესორების განცხადებას, სადაც ისინი სტუდენტებს დისკუსიისკენ  და კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნისკენ მოუწოდებენ, სტუდენტები პასუხობენ.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, მას შემდეგ რაც სტუდენტებმა შიმშილობის შესახებ გადაწყვეტილება დააანონსეს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აიძულა ლექტორები სასწრაფოდ მოეწერათ ხელი განცხადებისათვის. ისინი განცხადებას სასაცილოს უწოდებენ და თვლიან, რომ პროფესორების განცხადება სტუდენტების პროტესტის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავწყვიტეთ პროტესტის რადიკალური ფორმისათვის მიგვემართა, უნივერსიტეტმა საკუთარ პროფესორებთან განახორციელა სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაცია და აიძულა ისინი სასწრაფოდ მოეწერათ ხელი განცხადებისათვის, რომელიც სტუდენტების პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობაა და ცდილობს სტუდენტური პროტესტი დაუკავშიროს გიორგი ქადაგიძის პიროვნებას.

"ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ სტუდენტური პროტესტი წარმოადგენს სტუდენტების რეაქციას უსამართლობასა და სტუდენტების უფლებების უხეშ დარღვევაზე. ამასთან, მოვუწოდებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღირსეულ პროფესორებს, ნუ შეუშინდებიან ზეწოლას ადმინისტრაციისა და მმართველი რგოლების მხრიდან და უარი თქვან თავიანთ ხელმოწერაზე, რომელიც თან ერთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ კომიკურ განცხადებას,”-წერია სტუდენტების განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები