20 აპრილი 2024,   14:37
ვრცლად
უბედური შემთხვევა შარტავაზე - ადგილზე გარდაცვლილი მუშის ოჯახის წევრები იმყოფებიან

შარტავას ქუჩაზე, სადაც მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებულები. საგამოძიებო უწყებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა დაუდევრობის შედეგად გამოწვეული აღნიშნული შემთხვევა.

ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მუშის ოჯახის წევრები იმყოფებიან.

40 წლამდე მამაკაცი მშენებლობაზე რამდენიმე თვეა მუშაობს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს მშენებლობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა.

სამშენებლო პროცესს კომპანია "X2" აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე იმყოფებიან, თუმცა, ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზაზე რამდენიმე წუთში გადაასვენებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები