19 აპრილი 2024,   09:19
ვრცლად
სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია - თავდაცვის სამინისტრო

სამხედროების კვების რაციონთან დაკავშირებული პრობლემები და ჩაშლილი ტენდერი - თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

ლევან იზორიას უწყება სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ხორც-პროდუქტებით მომარაგებას საფრთხე არ შექმნია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ტენდერი ხელახლა გამოცხადდა, კვებით მომარაგება არ შემწყდარა.

უწყება მხარეებს პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავის შეკავებას ურჩევს.  

„მოგახსენებთ, რომ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას, მათ შორის ხორც-პროდუქტებით მომარაგებას, საფრთხე არ შექმნია და არც მომავალში შეექმნება.

"მიუხედავად იმისა, რომ გამოცხადებული ტენდერი 2019 წლის 1 თებერვალს დასრულდა უარყოფითი შედეგით და გამოცხადდა განმეორებითი კონსოლიდირებული ტენდერი, რომელიც ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, აღნიშნული პროცესი ჯარის კვებით უზრუნველყოფაზე უარყოფითად არ ასახულა, ვინაიდან წინა ტენდერით გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება  ისე გაგრძელდა, რომ კვებით მომარაგების წყვეტას, ადგილი არ ჰქონია (6 თებერვლის ჩათვლით მიწოდება ხორციელდებოდა კომპანიის მიერ SPA180005561 ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რის შემდეგაც გამარტივებული შესყიდვის წესით (ნებართვა SMP190000741) გაფორმდა ხელშეკრულება).

"სწორედ აღნიშნული პროცედურებით დასტურდება თავდაცვის ძალების კვებითი უზრუნველყოფის უწყვეტობა, ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტით.

"გაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტები შესყიდვებთან დაკავშირებით სიახლეს არ წარმოადგენს და ადრეც მომხდარა, თუმცა ეს ჯარზე არასდროს უარყოფითად არ ასახულა.

"ბოლოს, გვსურს ყველას მოვუწოდოთ პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ და ნუ შეეცდებიან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რადგან მსგავსი შინაარსის ცრუ ინფორმაციების გავრცელება შესაძლოა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ჩაითვალოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები