23 აპრილი 2024,   13:32
ვრცლად
ილიაუნის სტუდენტები საშიმშილოდ ემზადებიან - რექტორს გადადგომის ვადა საათნახევარში ეწურება

ილიაუნის სტუდენტები საშიმშილოდ ემზადებიან. მათ უნივერსიტეტის რექტორს გადადგომისთვის ვადა დღეს 22:00 საათამდე მისცეს. 

15-მდე სტუდენტი ვარაუდობს, რომ გიგა ზედანია არ გადადგება და ისინი შიმშილობის დასაწყებად უკვე მზად არიან. 

„წარმომადგენლობითმა ჯგუფმა ბატონ გიგა ზედანიას წავუყენეთ წინაპირობა, რომ 22:00 საათამდე ვუცდიდით, რომ გადადგებოდა თანამდებობიდან. 15 ადამიანი ამ წუთებიდან ვიწყებთ შიმშილობას, ხოლო 22:00 საათის შემდეგ მოემატება ჩვენი რაოდენობა,“ - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

ვითარება ილიაუნიში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ილიაუნი პროტესტის ნიშნად კიდევ რამდენიმე ლექტორმა დატოვა. ქადაგიძეს მხარდაჭერას უცხადებენ ბიზნეს სკოლის სტუდენტები და მის აღდგენას მოითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები