26 აპრილი 2024,   01:07
ვრცლად
ბანკზე მიტანილი შტურმის გამო, „თიბისის“ აქციები გაუფასურდა - მესამე სექტორი და ბიზნესასოციაცია ხელს ივანიშვილისკენ იშვერენ

„თიბისი ბანკის“ ზარალი ერთ დღეში უკვე 52 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ბოლო 24 საათში ბანკის აქციები, თითქმის, შვიდი პროცენტით გაუფასურდა. საქართველოს ყველაზე დიდი ბანკის აქციონერებმა „თიბისიზე“ მიტანილი შტურმის გამო უკვე 176 მილიონი ლარი დაკარგეს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს თიბისის ერთი აქციის ღირებულება 13.34 გირვანქა სტერლინგი იყო, რაც 2016 წლის 2 დეკემბრის შემდეგ მინიმალური ფასია.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველაზე დიდ ბანკს ბიძინა ივანიშვილი პირადად ებრძვის, რაც ან პირადი შურისძიების ან ფინანსური დაინტერესების მოტივით არის განპირობებული. ფადი ასლი ამბობს, რომ მთავრობას ივანიშვილი პატარა ბავშვებივით მართავს. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ფადი ასლი ქვეუნის საბჭოთა მაფიოზური სტილით მართვაში ადანაშაულებს. საერთაშორისო სავაჭრო პალატა „თიბისი ბანკის“ საქმეს დამოუკიდებლად შეისწავლის.

საქართველოს ყველაზე დიდ ბანკზე შეტევამ მხოლოდ „თიბისი“ არ დააზარალა. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს არის განაჩენი ეროვნული ბანკისთვის.

დღის ბოლოს „თიბისი ბანკის“ საქმეზე საგანგებო განცხადება გაავრცელა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ.“ გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას "თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. „გამჭირვალობა-საქართველო“ აქცენტს ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებებზეც აკეთებს, რომელიც ყოფილმა პრემიერმა პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეზე გააკეთა.

საგანგებო განცხადება გააკეთეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში. ოფისის ხელმძღვანელი ფრთხილი იყო და ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხა. მხოლოდ ის თქვა, რომ ეროვნული ბანკს ზედამხედველის ფუნქცია აქვს და ახლა თავის უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობას.

ზოგადი განცხადება გააკეთა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმაც და პროცესების გამჭირვალედ წარმართვის სურვილი გამოთქვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები