24 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
სამხედროების საკვებით მომარაგება - საეჭვო ტენდერების სერია თავდაცვის სამინისტროში გრძელდება

საეჭვო ტენდერების სერია თავდაცვის სამინისტროში გრძელდება. კომპანია, რომელიც ჯარის კვებაზეა პასუხისმგებელი, 4 თებერვალს სახელწმიფო შესყიდვების სააგენტოს წერდა, რომ ათიათასობით სამხედრო შესაძლოა, მშიერი დარჩეს.

მიზეზი კი ჩაშლილი ტენდერია, რადგან კომპანია "გერმანული ყასაბი," რომელიც ხორცპროდუქტებით ჯარისკაცების მომარაგების სურვილს გამოთქვამდა, თავდაცვის სამინისტრომ დაიწუნა.

თავდაცვის სამინსიტრომ იმ მოტივით, რომ ჯარი მშიერი არ დარჩენილიყო, პირდაპირი მიყიდვის წესით ხორცპროდუქტები, იმავე კომპანიისგან შეიძინა, რომელიც ტენდერის დროს თავადვე დაიწუნა.

ჯამში, მთელი ამ საეჭვო გარიგებების შედეგად, მოგებული ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია აღმოჩნა, რომელიც თავდაცვის სამინიტროს პროდუქტს 250 ათასი ლარით ძვირად მიჰყიდის.

„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია, რომელიც ჯარისკაცების კვებაზე პასუხისმგებელი თავს იმართლებს და ამბობს, რომ სამხედრო ხორცპროდუქტების გარეშე არც ერთი წუთი არ დარჩენილან.

თავდაცვის სამინისტროში კორუფციული გარიგების ნიშნებს ხედავს თავდაცვის ორი ყოფილი მინისტრი. თინა ხიდაშელი და გიორგი ბარამიძე ამბობენ, რომ ჯარის კვებაზე სამინისტროს ბევრად ადრე უნდა ეზრუნა და ათიათასობით სამხედრო რისკის ქვეშ არ უნდა დაეყენებინა.

ექსპერტებს ეჭვი აქვთ, რომ იზორიას გუნდი ტენდერებს განზრახ შლის, რადგან შემდეგ იგივე პროდუქცია უფრო ძვირად იყიდოს. იღებენ თუ არა წილს ამ მოგებიდან თავდაცვის სამინსიტროს მაღალჩინოსნები, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

უკვე მეორე დღეა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები დაპირისპირების მიზეზი ხდება. თითქმის ყველა შესყიდვა, რომელსაც სამინსიტრო ახორციელებს ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში კითხვებს აჩენს.

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.

დღის ამბები