16 ივნისი 2019,   13:57
ვრცლად
პირველი ქალი დეპუტატები - საუკუნის წინ 130 პარლამენტარს შორის 5 ქალი იყო

ერთი საუკუნის წინ საქართველოს ისტორიაში პირველად დემოკრატიული არჩევნები მიმდინარეობდა. შედეგების მიხედვით, 130 პარლამენტარს შორის ხუთი ქალიც აღმოჩნდა.

ისინი გახდნენ პირველი ქალები, რომლებიც დამფუძნებელი კრების წევრები გახდნენ. ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლებს საკმაოდ მძიმე და ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდათ.

1918 წელს ევროპაში პირველი სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო საქართველოში დააარსეს. პირველად აირჩიეს ქალი წევრებიც. ხუთივე დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას 1921 წლამდე ქვეყნის ოკუპაციამდე აგრძელებდა.

ისტორიის გაცოცხლება ახალგაზრდების ჯგუფმა დაიწყო. პროექტი "რესპუბლიკა 100" დღემდე იმ უცნობი ფაქტებისა და პირების შესახებ გვიყვება.

დღის ამბები