20 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
წუხელ ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს

წუხელ, 22:00 საათზე, ულტიმატუმის ვადის ამოწურვისთანავე, ილიაუნის სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს.

ისინი რექტორის გადადგომას ითხოვენ და გიგა ზედანიას ამისთვის ვადა გუშინ, საღამოს ათ საათამდე ჰქონდა. თუმცა, ზედანიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.    

ამ დროისთვის ილიაუნის 15 სტუდენტი რექტორის კაბინეტის წინ შიმშილობს. ისინი აანონსებენ, რომ მოშიმშილეთა რიცხვი გაიზრდება.

სტუდენტები უნივერსიტეტში დაწყებულ რეფორმას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ, რომ ბიზნეს სკოლა არ გაუქმდეს და ძველი სახე შეინარჩუნოს.

სტუდენტები განათლების სამინისტროს და პარლამენტის განათლების კომიტეტს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

ვითარება ილიაუნიში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ბიზნესსკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბოლო 2 კვირის განმავლობაში ილიაუნი პროტესტის ნიშნად კიდევ რამდენიმე ლექტორმა დატოვა. ქადაგიძეს მხარდაჭერას უცხადებენ ბიზნესსკოლის სტუდენტები და მის აღდგენას მოითხოვენ.

დღის ამბები