25 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
"პაციენტის ცნობიერება კონტაქტურია, მაგრამ მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა" - მარინა გელანტია

დეკანოზი გიორგი მამალაძე ინსულტის დიაგნოზით ისევ ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.

დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, თუმცა, ექიმები ინსულტის კერას ჯერ-ჯერობით ვერ პოულობენ.

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მარინა გელანტია, აცხადებს, რომ გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა, მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

„აღენიშნებოდა დაბუჟების და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელის და მარჯვენა ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ლაბორატორიაში შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ მას მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა,“ - განაცხადა მარინა გელანტიამ.

დღის ამბები