25 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
პარიზში ბავშვების პირველი მოდის კვირეული გაიხსნა

პარიზში ბავშვების პირველი მოდის კვირეული გაიხსნა. სადებიუტო ჩვენება ჩინელმა დიზაინერმა გამართა, რომელმაც საკუთარი ბრენდი კონი ჯუნიორი შექმნა.

კოლექციაში ძირითადად ფერადი კაბები, წელში გამოყვანილი პიჯაკები და ბერეტები იყო წარმოდგენილი.

დიზაინერი, რომელსაც თავადაც ჰყავს 4 წლის გოგონა, ამბობს, რომ მისი მიზანი პატარების წახალისებაა, რომ მათ პერსონალური სტილი ჰქონდეთ.

ბავშვების მოდის კვირეულის ფარგლებში დეფილე ფრანგულმა ბრენდმა ჩარაბიამაც გამართა.

დღის ამბები