24 აპრილი 2024,   07:37
ვრცლად
ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 3 პირი დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 3 პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ი.ს.-ს და 1987 წელს დაბადებული ა.ვ.-ს ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას სხვადასხვა ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

დღის ამბები