16 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
ჩემი ძმის ამ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ საპატრიარქოს - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

თორნიკე მამალაძე მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რჩება.

მსჯავრდებული სასულიერო პირი ცოტა ხნის წინ მისმა ძმამ მოინახულა.

თორნიკე მამალაძე, რომელიც უკვე ორი კვირაა, საპატრიარქოსთან დეკანოზის ზიარების მოთხოვნით აქციას მართავს, ამბობს, რომ ბრძოლა არ შეწყდება.

„ჩემი ძმის ამ მდგომარეობას ვაკისრებ საქართველოს საპატრიარქოს და თავის ხელმძღვანელობას, რადგან თვითონ ფიქრობენ, რომ ჩემი ძმის გარდაცვალების შემთხვევაში, ის ინფორმაციები, რასაც ჩემი ძმა ფლობს, ჩემს ძმასთან ერთად მოკვდება. ძალიან ცდებიან, რადგანაც ჩემი ძმისგან გამოგზავნილი წერილები მაქვს, სადაც დეტალურად არის აღწერილი და ილოცონ, რომ ჩემი ძმა სიკვდილს გადაურჩეს, რადგანაც, თუკი რაიმე მოუვა, მეორე დღესვე ნათელი მოეფინება ყველაფერს,“ - განაცხადა მამალაძემ.

დღის ამბები