19 აპრილი 2024,   04:17
ვრცლად
გურიაში მგელმა დაზღვეული ძროხა შეჭამა - სადაზღვეო კომპანია ზარალის ანაზღაურებისთვის ძვლების 70%-ის წარდგენას ითხოვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ერთ-ერთ ადგილობრივს მგელმა ძროხა შეუჭამა.

დაზარალებული ყვება, რომ მას ძროხა, რომელიც მგელმა შეუჭამა, დაზღვეული ჰყავდა და ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიას ყოველთვიურად 6 ლარს უხდიდა.

მან სადაზღვევოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, სადაზღვევო კომპანიის ექსპერტმა კი შეჭმული პირუტყვის 70 პროცენტის წარდგენა მოსთხოვა.

მეპატრონემ, ორდღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში დაგლეჯილ საქონლის მხოლოდ 20 პროცენტს მიაკვლია, ამიტომ მისთვის უცნობია, აუნაზღაურებს თუ არა სადაზღვეო კომპანია ზარალს.

„მე აქტს ვერ შევადგენ ისე, თუ მთელი რაოდენობა არ იყოს, ჩონჩხის 80 პროცენტიო, სად უნდა მეძებნა მე ძვლების 80 პროცენტი, სად მომენახა და დამერიგებინა მე ტურა-მგელი, რომ არ შეჭამონ ძვალი მეთქი, ეს გინახავთ?“ - ამბობს დაზარალებული.

დღის ამბები