20 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს რუსეთი კვლავ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მეორე დღეს რუსეთი კვლავ კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია.

შეხვედრაზე დღეს სიტყვით გერმანიის კანცლერი, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი და თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდნენ.

ანგელა მერკელმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებისა და ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა, ამავდროულად დასავლეთის კრიტიკას, პროექტ "ჩრდილოეთ ნაკადთან" დაკავშირებით, "პოლიტიკურად არასწორი" უწოდა.

მიმართვის დროს მაიკ პენსმა ნატო-ს მოკავშირეები გააფრთხილა, თავი შეიკავონ იარაღის ამერიკის პოტენციური მოწინააღმდეგისგან შეძენისგან. მან ევროპულ ქვეყნებს ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლისკენაც მოუწოდა.

სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი საშუალო და ახლო რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების გაგრძელების მიზნით ვაშინგტონთან მოლაპარაკებისთვის მზადაა. 

დღის ამბები