20 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია - გიორგი ფანცულაია

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, დამძიმებულია.

ამის შესახებ განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ, გააკეთა.

ადვოკატი საპატრიარქოს წარმომადგენელს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს და ღუდუშაურის კლინიკის მედპერსონალს დეკანოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო აკრიტიკებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზის მკურნალი ექიმი ცდილობს, რომ საავადმყოფოდან გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია საზოგადოებას არ მიეწოდოს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გუშინდელთან შედარებით, არის ბევრად უფრო მძიმე. მას უკვე სველ წერტილში და საპირფარეშოში გადაადგილების უნარიც კი არა აქვს, ამ წუთის მდგომარეობით. უფრო მეტიც, ისეთი მდგომარეობა არის, რომ 2-3 და 5 წუთზე მეტს გაჩერების უფლებასაც არ გვაძლევენ იმიტომ, რომ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მისი ზედამხედველი ექიმი და მასთან მყოფი პირები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ სამედიცინო სფეროს მიმართულებას ვგულისხმობ, არიან აგრესიულები იმასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად არ უნდათ, ვინმემ გამოიტანოს ის რეალური ვითარება და ინფორმაცია, რომელიც დღეს ამ წუთის მდგომარეობით დეკანოზთან მიმართებაში არის. ისინი, მისი ზედამხედველი ექიმიც პირდაპირ გადმოდიან ჩხუბზე, კამათზე და თავხედობაზე. აგრესიულად, უზრდელურად იქცევიან, პირდაპირ გეუბნებით," - ამბობს ადვოკატი.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული, სადაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იშემიური შეტევით მიიყვანეს.

დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა კიდურები, თუმცა, ექიმები ინსულტის კერას ჯერჯერობით ვერ პოულობენ.

დღის ამბები