25 აპრილი 2024,   16:45
ვრცლად
გიორგი მამალაძის ძმა დღეს საპატრიარქოსთან აქციას გამართავს

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, ძმა - თორნიკე მამალაძე, დღეს საპატრიარქოსთან აქციას გამართავს. 

ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა და თქვა, რომ საპატრიარქოსთან დაწყებული აქციების პირველი დღეებიდან აცხადებდა, რომ მისი პატიმარი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

„17 თებერვალს, 12:00 საათზე, საპატრიარქოსთან კვლავ აქციაა დაგეგმილი. მინდა, მივმართო საქართველოს მოსახლეობას, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს და მიაჩნია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა, უსამართლოდ ცოცხალი ადამიანი იღუპება, ვთხოვ, საპატრიარქოსთან მოვიდეს და უდანაშაულო პატიმარს მხარი დაუჭიროს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე, გადაიყვანეს. გუშინ, გვიან საღამოს კი ის ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა საავადმყოფოში აზიარა. 

მისი თქმით, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ზიარებას ითხოვს, თუმცა, ამ დრომდე თანხმობა არ ჰქონდა მიღებული.

დეკანოზის ზიარების მოთხოვნით გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციას რამდენიმე დღეა, რაც მართავს.

საპატრიარქომ ოჯახის პასუხად რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნებისმიერ სასულიერო პირს, ვინც ზიარების ტვირთს საკუთარ თავზე აიღებდა, შეეძლო, დეკანოზი ეზიარებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები