20 აპრილი 2024,   13:53
ვრცლად
თურქეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ჰ.გ. და ყაზახეთის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჟ.ი. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს," - ნათქვამია ინფორმაციაში. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები