ქუთაისში გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შეუქმნა „მწვანეყვავილას“ უბნის მოსახლეობას.
„რიონჰესის“ დასახლებაში მიწა ჩამოიშალა, რის გამოც რამდენიმე ხე წაიქცა, საავტომობილო გზა ჩახერგა და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა.
წუხელ ღამითვე მოხდა ხეების დაჭრა და გზის გასუფთავება. ასევე აღდგენილია გაზის მიწოდებაც.