20 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
"ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციის 14-ე რაუნდი კვლავ პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა

მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო აქციის 14-ე რაუნდი საფრანგეთის ქალაქებში კვლავ პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

დემონსტრანტები და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ პარიზში, ნანტში, ტულუზაში, ლიონსა და ბორდოში.

ძალოვანებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დედაქალაქში არეულობის ეპიცენტრი ინვალიდების სასახლის მიმდებარე ტერიტორია იყო.

შეტაკების დროს პოლიციამ აქციის 30-მდე მონაწილე დააკავა, არიან დაშავებულებიც.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოძრაობა "ყვითელი ჟილეტების" მხარდამჭერთა რაოდენობა ქვეყანაში თანდათან მცირდება. გასულ კვირასთან შედარებით, ამჯერად ქუჩებში 10 ათასით ნაკლები ადამიანი გამოვიდა.

დღის ამბები