24 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
შიმშილბის მესამე დღე - ილიაუნის სტუდენტები აკადემიური საბჭოს წევრებთან შესახვედრად ემზადებიან

ილიაუნის სტუდენტები მესამე დღეა, რექტორის კაბინეტთან შიმშილობენ.

მოთხოვნები უცვლელია - სასწავლებელში დაწყებული რეფორმის შეჩერება, ბიზნეს სკოლის პირვანდელი სახით აღდგენა და რექტორის, გიგა ზედანიას, გადადგომა.

ხვალ სტუდენტები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებს ხვდებიან.

„ჩვენ წარმოდგენილი ვიქნებით სამუშაო ჯგუფი, ათი კაციანით. ჩამოყალიბებული გვაქვს  უკვე ეს ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ რამე შეიცვლება. მოთხოვნებიდან რამე მაინც იქნება გათვალისწინებული იმიტომ, რომ ორ კვირაზე მეტია, უკვე ვაპროტესტებთ ამ რეფორმას და აქამდე არაფერი შეცვლილა,“ - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა, გიორგი უგრეხელიძემ.

სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს წევრებთან კონკრეტული მოთხოვნებით წარდგებიან. მათი თქმით, ჯერ არა აქვთ გეგმა, რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

„პირველი არის ბიზნესსკოლის დაბრუნება. მეორე არის წესდების შეცვლა. მესამე არის აკადემიური საბჭოს დათხოვნა და მეოთხე უკვე უკიდურესი მოთხოვნა - გიგა ზედანიას გადადგომა. ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, შეიძლება, რაღაც დაკმაყოფილდეს, შეიძლება, საერთოდ არაფერი არ დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ჯერ გეგმები არ გვაქვს,“ - განაცხადა მარიამ ჯომიდავამ.

ამ დროისთვის მოშიმშილე სტუდენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღის ამბები