18 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
"მაშინ, როცა ეს კლანის წევრები ასე მდიდრდებიან, რიგითი მოსამართლეები ილანძღებიან" - ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს    აღმასრულებელი დირექტორი შაბათის კურიერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება.

საუბარია მოსამართლეთა არადეკლარირებულ ქონებასა და ფეშენებელურ სახლებზე.

ეკა გიგაური აცხადებს, რომ პრობლემა მმართველი გუნდის დამოკიდებულებაა, რომელიც არ თვლის, რომ ამ საკითხს რეაგირება უნდა მოჰყვეს.

გიგაურის თქმით, კლანის წევრი მოსამართლეების გამო, საბოლოოდ ილანძღება მთელი სისტემა.

„მთავარი აქ ის არის, რომ ამაზე რეაგირება არა აქვთ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს. ისინი ფიქრობენ, რომ არაფერში პრობლემა არ არის არც იმაში, თუ რას წყვეტდნენ და რა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებდნენ ეს ადამიანები წინა ხელისუფლების დროს და არც იმაში ხედავენ რაიმე პრობლემას, რომ ეს მოსამართლეები, განსაკუთრებით მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, უცბად ასე გამდიდრდნენ. მაშინ, როცა ეს კლანის წევრები ასე მდიდრდებიან, დარწმუნებული ვარ, რომ რიგით მოსამართლეებს ნამდვილად არა აქვთ ამის საშუალება და ეს რიგითი მოსამართლეები ილანძღებიან ზუსტად აი, ამ მდიდარი მოსამართლეების გამო, რაც ასევე არის პრობლემა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები