23 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
"ვიმედოვნებ, რომ გულმოწყალე იქნება პატრიარქი და მოითხოვს მამა გიორგის შეწყალებას" - მიხეილ რამიშვილი 

„ვიმედოვნებ, რომ გულმოწყალე იქნება ჩვენი პატრიარქი და მართლა მიმართავს წერილობით და მოითხოვს მამა გიორგის შეწყალებას,“ - ეს განცხადება მსჯავრდებული დეკანოზის უფლებადამცველმა გააკეთა.

მიხეილ რამიშვილი დღეს საპატრიარქოსთან იმყოფებოდა, სადაც მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები 13 დღეა, საპროტესტო აქციას მართავენ.

ადვოკატი ამბობს, რომ მამა გიორგი მამალაძე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა გაათავისუფლონ. 

„შეწყალების წერილი არაერთხელ ყოფილა საპატრიარქოდან გაგზავნილი პრეზიდენტის სახელზე და ეს ლეგიტიმაცია და ეს უფლება მას სრულად გააჩნია. თუ გავითვალისწინებთ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ საშიშროებას, რომ ციხეში მას ეწიოს კიდევ, მე მიმაჩნია, უკვე საკმარისია და ვიმედოვნებ, რომ გულმოწყალე იქნება ჩვენი პატრიარქი და მართლა მიმართავს წერილობით და მოითხოვს მამა გიორგის შეწყალებას,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2 დღის წინ ინსულტის ნიშნების ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს. ექიმების ცნობით, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები