25 აპრილი 2024,   15:26
ვრცლად
კიევში ქართველი ტურსტები ქურდობის ბრალდებით დააკავეს

კიევში ქურდობის ბრალდებით ქართველი ტურისტები დააკავეს. სულ დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, რომლებიც უკრაინის დედაქალაქში ჰოსტელში ცხოვრობდნენ.

გავრცელებული ცნობით, მათ ერთ ღამეში 4 ადამიანი გაძარცვეს, მათ შორის, ორი უცხოელი და ერთი ტაქსის მძღოლი.

დაკავების დროს ეჭვმიტანილებმა ძალოვანებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

ოპერაციაში საპატრულო ეკიპაჟის 5 ჯგუფი მონაწილეობდა.

გამოძიების ცნობით, დაკავებულებიდან 3 სამი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერთს კი თან ნარკოტიკული საშუალებები ჰქონდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების მანქანიდან ნაქურდალი ნივთებიც ამოიღეს. 

დღის ამბები