25 აპრილი 2024,   06:10
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს საფრანგეთს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს საფრანგეთს ეწვევა.

დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები პრეზიდენტსა და სენატის თავმჯდომარესთან.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას "ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის" დაფუძნების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში დაგეგმილ დებატებში და წაიკითხავს საჯარო ლექციას პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში.

„ხვალ იწყება სამუშაო ვიზიტი, თუმცა, დღეს უკვე საქართველოს პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. ეს იქნება შეხვედრები დიასპორის წარმომადგენლებთან, ასევე სტუდენტებთან. ხვალიდან იქნება ძალიან სერიოზული და მაღალი რანგის შეხვედრები, განიხილება ისეთი საკითხები, როგორიც არის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის ხელშემწყობი აქტივობები, ასევე კულტურული ურთიერთობების გაძლიერება, მხარდაჭერა. თქვენ იცით, რომ საფრანგეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, ის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სვლას ევროპისკენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.  

დღის ამბები