24 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
ტრამპი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, სირიაში დაკავებული ისლამისტი მებრძოლები საკუთარ ქვეყნებში გაასამართლონ

დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, სირიაში დაკავებული ისლამისტი მებრძოლები საკუთარ ქვეყნებში გაასამართლონ.

ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერის ქსელში დაწერა.

ტრამპი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონი იძულებული გახდება, ეს ადამიანები სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ გაათავისუფლოს.

მისივე თქმით, სირიაში ევროპიდან ჩასული 800-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი ჰყავთ დატყვევებული.

შეერთებული შტატების მხარდაჭერით, ქურთები სირიაში ამ დროისთვის ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ბოლო რეგიონის დაკავებას ცდილობენ.

დღის ამბები