19 აპრილი 2024,   14:32
ვრცლად
ოფიციალური თეირანი ისრაელთან ომის მაღალ რისკზე საუბრობს

ოფიციალური თეირანი ისრაელთან ომის მაღალ რისკზე საუბრობს.

განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ბოლო დღეს სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ჯავად ზარიფის თქმით, ისრაელისა და შეერთებული შტატების ქმედებებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ომისკენ მიჰყავს.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ორივე ქვეყანა, სირიის დაბომბვის გამო, საერთაშორისო ნორმების დარღვევაში, ევროპა კი უმოქმედობაში დაადანაშაულა.

დღის ამბები