19 აპრილი 2024,   12:58
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი პარიზში, წმ. ნინოს სახელობის ეკლესიაში, წირვას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვას დაესწრო. ის ტაძარში შვილებთან ერთად  მივიდა. 

ეკლესია გასული საუკუნის შუა ხანებში ზურაბიშვილის მამის ინიციატივით მოეწყო. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში ამ ეკლესიის მრევლი იყო თავად პრეზიდენტიც.

უკვე ხვალიდან კი ვიზიტის ოფიციალური ნაწილი იწყება, რომლის ფარგლებშიც ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდება.

დღის ამბები