25 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
„მართლმსაჯულების გადასარჩენად“ - არასამთავრობოებისა და სამოქალაქო საზოგადოების პეტიცია

პეტიცია მართლმსაჯულების გადასარჩენად - 18 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების 9 წევრი სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობას კრიზისულს უწოდებენ.

ისინი მოითხოვენ, რომ დატოვონ თანამდებობები სასამართლოში არსებული კლანის წევრებმა, მათ შორის მოსამართლეებმა, მიხეილ ჩინჩალაძემ, ლევან მურუსიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კლანური პრინციპით გადაწყვეტილებების მიღებას. ​

მათი მთავარი მოთხოვნაა ასევე, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს კლანის მხარდაჭერა. ​

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნები იქამდე, ვიდრე არ გატარდება სისტემური რეფორმები. მათი თქმით, რეფორმაზე მუშაობის პროცესში  საზოგადოებრივი ჯგუფები უნდა ჩაერთონ.

„სასამართლოდან კლანი უნდა წავიდეს“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები