23 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
ძლიერი ქარი - მოგლეჯილმა ხემ ბაგებში მანქანა დააზიანა

ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხემ ბაგებში მანქანა დააზიანა. ჩაიმსხვრა ავტომობილის საქარე მინა. შემთხვევა ამაღლობელის ქუჩის 24 ნომერში მოხდა. ადგილობრივები ხანია, ძველი, გამხმარი ხეების მოჭრას ითხოვენ.

ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილმა ხემ სამი მანქანა გლდანშიც დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მოგლეჯილმა ხემ სამანქანო გზაც ჩახერგა, დროებით შეზღუდული იყო ავტომობილების გადაადგილება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ძირითადად გამხმარი ხეებია და ეს ადგილი ერთგვარ საშიშ ზონად გადაიქცა. ისინი ხეების მოჭრას ითხოვენ.

დღის ამბები