25 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს

დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. მიზეზი კი საპენსიო რეფორმა და ინიციატივაა, რომელიც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მოამზადა. ნაცვლიშვილმა ამავდროულად დაანონსა, რომ თუ ეს წინადადება მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

წინასწარ კი ცნობილია, რომ ინიციატივას, რომელიც ამოქმედებული სისტემის ალტერნატიული ვარიანტია, მხარს არც მმართველი გუნდის ნაწილი და არც ოპოზიცია დაუჭერს.

ოპონენტები ამბობენ, რომ ნაცვლიშვილს უკვე მოქმედი კანონისგან განსხვავებული არაფერი მოუმზადებია, რადგან მთავარი პრინციპი, რომ რეფორმა სავალდებულოა, ისევ უცვლელი რჩება.

 ნაცვლიშვილის ინიციატივას დღეს სამ კომიტეტში განიხილავენ.

დღის ამბები