25 აპრილი 2024,   21:11
ვრცლად
"განხილვას მაინც ვერ გაექცევიან, მაგრამ დროში წელავენ" - გოგიჩაიშვილი ბესელია ინიციავაზე

საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, დროში გაწელოს ამ საკითხის განხილვა - ასეთია ლევან გოგიჩაიშვილის პოზიცია მმართველი გუნდის უარზე, რომ ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების საკანონმდებლო ინიციატივა დაჩქარებულ ვადებში განიხილოს. იურიდიული კომიტეტი მზაობას გამოთქვამს, რომ საკითხზე იმსჯელოს, თუმცა, ანრი ოხანაშვილის თქმით, განხილვა უნდა მოხდეს გონივრულ ვადაში და არა დაჩქარებული წესით.

ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შეგნებულად აჭიანურებს დროს. ის კოლეგებს მოუწოდებს, რომ გადაწყვეტილებები ინდივიდუალურად მიიღონ და კოლექტიური სინდისის პოზიციიდან გამოვიდნენ.

ინსტიტუციასთან შესაბამისობაში კანონი, როცა გავა, იქნება თუ არა ამისთვის, ჩვენ გვაქვს ცალკე ორგანო საკონსტიტუციო სასამართლო. შესაძლებელია მერე ვისაც არ მოეწონება ეს კანონპროექტი, ადგეს და გაასაჩივროს. მაგრამ დღეს პარლამენტის წევრი რომ ამ საბაბით არ აპირებ განხილვას ამ საკითხის, ან ყოველ შემთხვევაში განხილვას მაინც ვერ გაექცევი, მაგრამ დროში წელავ, მე ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რაღაცას ერიდებიან, ვიღაცას ერიდები და არა ის კი არა, რომ შენ ძალიან გაწუხებს, რამდენად შესაბამისობაშია. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ რაღაცა კოლექტიური სინდისიდან და ადამიანებმა საკუთარი სინდისით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ოღონდ საკუთარი გადაწყვეტილება, სხვას კი არ უნდა დააბრალონ, თავის თავზე უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები