18 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
მარნეულში გაზგასამართი სადგურზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

მარნეულის ცენტრში გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

გაზგასამართ სადგურზე ხანძარი დღეს დილით გაჩნდა და სრულად დაიწვა. ცეცხლი ჯერ სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა, რომელსაც ადგილზე ბუნებრივი აირით ტუმბავდნენ, შემდეგ კი სადგურს გადაედო.

მარნეულში რამდენიმე სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული, ადგილზე მუშაობდა საპატრულო პოლიციაც. გაზგასამართ სადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები