23 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა ქალებსაც მოუწიოთ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო პარლამენტში ახალ კანონპროექტს წარადგენს, რომლის მიხედვითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გარეშე საჯარო სამსახურში დასაქმება შეიზღუდება. ოპოზიცია აღნიშნულ ინიციატივას აპროტესტებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი კი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოქალაქეზე მორგებული გეგმაა და ის ჯერ  კანონპროექტი არ არის.

„ეს არის გეგმა, რომელზეც მუშაობს სამინისტრო, ეს ნორმა არის მოქმედი ნორმა, დღეის მდგომარეობით კანონში, რომელიც მიღებულია 1999 წლიდან, ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს ამ ნორმის დაზუსტება და, პირიქით, მოქალაქეზე იქნას მორგებული, იქ არ არის დათქმა, რომ ეს ნორმა არ გავრცელება იმ პირებზე რომლებსაც კანონით აქვს გადავადებული ან გათავისუფლებულები არიან სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, შესაბამისად ეს ჩანაწერი გაჩნდება.

მიმღებ  უწყებას აქვს ეს, რომ შეიძლება დააწესოს, იმათ ვეღარ დაუწესებს ვისაც გადაუვადდა ან კანონის საფუძველზე გათავისუფლდა,“- ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, დავით მეტრეველი.

 საპარლამენტო უმრავლესობაში არ იციან კანონპროექტის შესახებ, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ამბობს, რომ ხშირად მოქალაქეები სამხედრო სამსახურში წასვლას თავს არიდებენ და ამისთვის სტუდენტობას, ან რელიგიურ მრწამსს იყენებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში, სავალდებულო სამსახურის გავლა ქალებსაც მოუწიოთ.   

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი. 

დღის ამბები