19 აპრილი 2024,   11:20
ვრცლად
ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი ხვალიდან დაიწყებს. გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომლის მიხედვითაც დაკმაყოფილდა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მოთხოვნა კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში განხილვასთან დაკავშირებით.

კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

გადაწყვეტილების მიღებამდე ბესელიამ იუსტიციის საბჭო გააკრიტიკა. მისი თქმით, ინსტიტუციური უპატივცემულობაა, როდესაც პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე მსჯელობს, ისინი კი დემონსტრაციულად აგრძელებენ დანიშვნების პროცესს.

„პარალელურ რეჟიმში, ამ კანონპროექტის ინიცირებასთან ერთად მიმდინარეობს ამ არგუმენტების მოსმენა, საჯაროდ კომენტარების სახით, პარალელურად დაინიშნა, 14 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და კიდევ 8 მოსამართლის მიმართ იყო გადაწყვეტილება მიღებული მათი უვადოდ გამწესების თაობაზე. ვფიქრობ, რომ ეს იყო ინსტიტუციური უპატივცემულობის ძალიან დემონსტრაციული გამოხატულება, პარლამენტის მიმართ იუსტიციის საბჭოს მხრიდან, იმიტომ, რომ როდესაც საკანონმდებლო ორგანოში არის საკითხი დასმული და იწყება განხილვა, მინიმუმ ამ განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას უნდა დაელოდოს ორგანო,“ - ამბობს ეკა ბესელია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კი რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კონსტიტუციაში განსაზღვრული წესების შესაბამისად არ ხდება.

„ბევრია შემთხვევა, როდესაც გამოსაცდელი ვადა არ არის დამთავრებული და ადამიანები ხდებიან საბჭოს წევრები. ის კონსტიტუციური ზოგადი ჩანაწერი ძალიან დიდ სივრცეს უტოვებს ამ ადამიანებს, ჩემი აზრით, ბოროტად გამოიყენონ საკუთარი უფლებამოსილება და მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულება არის, ამ პროცესს შევუშალოთ მინიმუმ ხელი მანამ, სანამ არ იქნება მკვეთრად გაწერილი პროცედურები,“ - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დღის ამბები