19 აპრილი 2024,   05:47
ვრცლად
ცხენის ხორცი საბავშვო ბაღებში - კომპანია, რომელიც შავ სიაში მოხვდა, ბაღებს ხორცპროდუქტებით ისევ ამარაგებს

სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საბავშვო ბაღებს ხორცპროდუქტებით იგივე ფირმა ამარაგებს, რომელსაც საქართველოს 4 ბაღში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდა. ირკვევა, რომ ბავშვების ცხენის ხორცით გამოკვების გამო, შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში შეყვანილმა კომპანია „ელენიკომ” ბაღებში პროდუქციის შესატანად შემოვლითი გზა ნახა. ტენდერში გამარჯვებულმა ფირმა "ნარგულიმ," კომპანია "ელენიკოს" მინდობილობა მისცა, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული დღესაც ბავშვებს ბაღში ისევ ცხენის ხორცს აწვდიდნენ. დოკუმენტი ოპოზიციამ გაასაჯაროვა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სამტრედიის სამ და გურიის ერთ საბავშვო ბაღში, ბავშვებს ცხენის ხორცით კვებავდნენ. რამდენიმე თვის განმავლობაში შეჰქონდა კონტრაქტორ ფირმას საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცი მცირეწლოვანი ბავშვების გამოსაკვებად უცნობია.

ფირმის დირექტორი რომელმაც მცირეწლოვან ბავშვებს საკვებად უვარგის პროდუქციას აწვდიდა იმალება. დღეს კურიერი ბათუმში კომპანიის იურიდიულ მისამართზე მივიდა, სადაც სარიტუალო დარბაზი აღმოჩნდა.  

საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა იძიებს. კანონის თანახმად ხორცპროდუქტების დამზადება მხოლოდ რეგისტრირებულ სასაკლაოზეა დაშვებული, სადაც ცხენის ხორცს არ ამუშავებენ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს იმ არალეგალური სასაკლაოს მდებარეობა, საიდანაც ბავშვებისათვის საშიში პროდუქტი არალეგალურად მზადდებოდა.

საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. 

ავტორები: სოფო ჭულუხაძე, თეა ვარშალომიძე.

დღის ამბები