24 აპრილი 2024,   12:56
ვრცლად
დახურული მაღაზიები და გათავისუფლებული თანამშრომლები-ახალ საბანკო რეგულაციებს ზუგდიდში პრობლემები მოჰყვა

პრობლემები, რომელიც ახალ საბანკო რეგულაციებს მოჰყვა-მომხმარებელი საჭირო ნივთების შეძენას ბანკის განვადებით ვეღარ ახერხებს. მყიდველთა შემცირებული რაოდენობის გამო პრობლემები შეექმნათ მაღაზიებსაც. ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის მფლობელმა თანამშრომლები უკვე გააფრთხილა, რომ თებერვლის ბოლოდან ახალი სამსახური უნდა ეძებონ. ტექნიკაზე კი ლიკვიდაციაა გამოცხადებული.

რამდენიმე თვეა ზუგდიდის თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტიდან ბანკებმა საკუთარი წარმომადგენლებიც გაიწვიეს. ახალი რეგულაციების გამო გაყიდვებიც საგრძნობლად შემცირდა, დასაქმებულებს ხელფასებს ვეღარ უხდიან და თანამშრომლების რაოდენობაც უკვე განახევრებულია.

უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ ადგილობრივებიც, მათი თქმით შემოსავალი თითქმის არ აქვთ და მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად არიან.

ახალი საბანკო რეგულაციების უარყოფით გავლენაზე საუბრობს ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტში იბარებს. დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ახალი რეგულაციების ნეგატიური გავლენა უკვე სახეზეა, დაიკეტა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რამდენიმე მაღაზია, რეგულაციებმა მკვეთრად შეამცირა საერთო მოხმარების დონე ქვეყანაში. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისხა ეკონომიკის ზრდის ტემპზე და დასაქმების პრობლემაზე.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი, ემა გოგოხია.

დღის ამბები