20 აპრილი 2024,   05:02
ვრცლად
უმუშევრობა 2018 წლის მე-4 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, უმუშევრობა 2018 წლის მე-4 კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა და 12.3% შეადგინა. თუმცა სტატისტიკის სამსახურში აღნიშნავენ, რომ წლიურ ჭრილში უმუშევრობის დონე ქვეყანაში 1.2%-ით შემცირდა, 12.7%-მდე.

უწყებაში უმუშევრობის დონის შემცირების მიზეზად ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობის ზრდას ასახელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი უყურებს დასაქმების პერსპექტივას პესიმისტურად და აქტიურად აღარ ეძებს სამსახურს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით ქალაქში შემცირებულია, ხოლო სოფლებში - გაზრდილი.

„წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე გაიზარდა 0,1 პროცენტული პუნქტით და 12,3% შეადგინა. აქედან გამომდინარე, უმუშევრობის დონის წლიური მაჩვენებელი 2018 წელს 12,7% ფარგლებშია. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მაჩვენებელი 1,2 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება 2017 წლის წლიურ მაჩვენებელს. უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაზრდილია სასოფლო დასახლებაში 5,1%-დან 5,8%-მდე, ხოლო ქალაქად უმუშევრობის დონის მაჩვენებელი შემცირდა 22,8%-დან 19,3%-მდე,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

დღის ამბები